რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 9 709 ადამიანს დაუდასტურდა, 94 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 9 709 პაციენტს დაუდასტურდა, 94 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 281 752 შემთხვევა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 2 631-ს შეადგენს
ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსისგან 67 303 პაციენტი განიკურნა.