რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 706 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 970 ასიმპტომურია.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 520 129-ს შეადგენს.
ქვეყანაში მოქმედი კორონავირუსის სიტუაციის კონტროლისა და მონიტორინგის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 114-ით გაიზარდა და საერთო მაჩვენებელი ახლა 6 829-ს შეადგენს.
5 271-ით გაიზარდა რუსეთში გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, რომელიც 274 642-ს აღწევს.