რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 188 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 188 პაციენტი

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 2 058 ასიმპტომურია, გარდაიცვალა 188 ადამიანი.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსისგან 9 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ​​

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 627 646 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 393 352 და გარდაიცვალა 8 969 ადამიანი.