რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 27 747 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 593 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 27 747 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 593 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 28 922 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 3 159 297 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 57 019 ინფიცირებული. რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.