რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 24 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 24 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 24 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 491 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 2 096 749 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 36 192 ადამიანი.