რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 24 318 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხი 2 039 926-ს აღწევს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კოვიდ-19-ისგან 24 758 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 461 გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1,5 მილიონს აჭარბებს, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვი 35 311-ს აღწევს.