რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 19 404 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 19 404 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 19 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 292 ადამიანი.  ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შემთხვევების მხრივ, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვის ოლქშია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 1 680 579 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 996 ადამიანი.