რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 18 828 შემთხვევა დადასტურდა, 355 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 18 828 შემთხვევა დადასტურდა, 355 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 3 ნომებრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონ 251 ათასს აჭარბებს, 28 828 პაციენტი კი გარდაიცვალა.