რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 12 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 201 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 12 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 201 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1 272 238 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალ კორონავირუსს 201 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 22 257-ს აღწევს.