რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 28 948 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 511 ინფიცირებული
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 511 ადამიანი გარდაიცვალა, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 28 948 პირს.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 20 დეკემბერის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2 მილიონ 848 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონ 275 ათასს აჭარბებს.
რუსეთში სულ ვირუსით 50 858 პაციენტი კი გარდაიცვალა.