რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 25 766 ადამიანს დაუდასტურდა, 726 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 726 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 25 766 ადამიანს დაუდასტურდა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
9 ივლისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 733 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 165 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 141 501 პაციენტი გარდაიცვალა.