რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 23 543 ადამიანს დაუდასტურდა, 672 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 672 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 23 543 ადამიანს დაუდასტურდა. ეს 17 იანვრის შემდეგ ინფიცირების მაქსიმალური დღიური მაჩვენებელია.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
30 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 538 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს. რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 135 886 პაციენტი გარდაიცვალა.