რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 22 572 პირს დაუდასტურდა, 352 ადამიანი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 22 572 პირს დაუდასტურდა, 14 456 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 352 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 1 925 825 შემთხვევა. საერთო ჯამში, რუსეთში „კოვიდ-19“-ისგან 1 439 985 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 186 გარდაიცვალა.