რუსეთში 21 იანვრის შემდეგ, „კოვიდ-19“-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 21 665 ადამიანს დაუდასტურდა, 619 პაციენტი კი დაიღუპა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 132 683 ადამიანი.