რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 20 396 ადამიანს დაუდასტურდა
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 20 396 ადამიანს დაუდასტურდა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 20 396 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში მეორე დღეა, „კოვიდ-19“-ის დღიური მაჩვენებელი 20 000-ზე მაღალია.

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ისგან 16 803 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 364 გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“ 1 753 836 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 312 927 გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 251 გარდაიცვალა.