რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 488 ადამიანი დაინფიცირდა, 119 პაციენტი კი, გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 488 ადამიანი დაინფიცირდა, 119 პაციენტი კი, გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 57 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 873 535 გამოჯანმრთელდა, 18 484 პაციენტი კი, გარდაიცვალა.