რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 018 ადამიანი დაინფიცირდა, 563 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 018 ადამიანი დაინფიცირდა, 563 პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 25 დეკემბერის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2 მილიონ 992 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონ 398 ათასს აჭარბებს.
რუსეთში სულ ვირუსით 53 659 პაციენტი გარდაიცვალა.