რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 328 ადამიანი დაინფიცირდა, 450 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 27 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 450 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2 629 699 შემთხვევაა გამოვლენილი,დაღუპულია 46 404 ადამიანი.