რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 513 ადამიანი დაინფიცირდა, 599 პაციენტი კი, გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 30 დეკემბერის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის3 მილიონ 131 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონ 525 ათასს აჭარბებს.
რუსეთში სულ ვირუსით 56 426 პაციენტი გარდაიცვალა.