რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 169 ადამიანის გარდაიცვალა. გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 8 831 შემთხვევა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის ჯამში 432 277 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 5 384-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 204 623 ინფიცირებული.