რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 134 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 6 736 ახალი შემთხვევა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, პირველი ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 681 251 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 10 161-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 450 750 ინფიცირებული.