რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 114 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 114 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 114 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 995 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, სამი სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 826 935 გამოჯანმრთელდა.

რუსეთში „კოვიდ-19“-ით სულ 17 528 ადამიანი გარდაიცვალა.