რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 28 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 554 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.ბოლო დღე-ღამეში რუსეთში „კოვიდ-19“ 28 145 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ახალი შემთხვევებიდან 7 750 ინფიცირებული მოსკოვში გამოვლინდა. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 554 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველი დეკემბერის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ორი მილიონ 375 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთ მილიონ 859 ათასს აჭარბებს, 41 607 პაციენტი კი გარდაიცვალა.