რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 21 798 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 21 798 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 897 შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქში დაფიქსირდა.
ქვეყანაში ვირუსით 256 პაციენტი გარდაიცავალა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 1 796 132 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 30 793 პაციენტი გარდაიცავალა.