რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 162 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციაში 414 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო დღე-ღამეში კოვიდინფექციას 162 პაციენტი ემსხვერპლა.
სულ რუსეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილია 4 855 ადამიანი, ხოლო 171 833-მა პირმა ვირუსი დაამარცხა.