რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 500 შემთხვევა გამოვლინდა, 372 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 372-ით გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პირველი ივნისის მონაცემებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 265 000-ს აღემატება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსის 5 081 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 4 693 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, 121 873 კი გარდაიცვალა.