რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 500 შემთხვევა გამოვლინდა, 8 994 პირი გამოჯანმრთელდა, 372 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
2 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 081 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 693 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 121 873 პაციენტი გარდაიცვალა.