რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 284 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 364 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 284 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 364 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 8 442 პირი.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
29 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 796 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 419 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 109 731 პაციენტი გარდაიცვალა.