რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 252 შემთხვევა გამოვლინდა, 404 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 252 შემთხვევა გამოვლინდა, 9 385 პირი გამოჯანმრთელდა, 404 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
28 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 044 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 661 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 120 406 პაციენტი გარდაიცვალა.