რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 987 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 183 ადამიანი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 987 ახალი შემთხვევა აღრიცხეს.
ამის შესახებ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“ 511 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 183 ადამიანი, ხოლო სულ ეპიდემიის პერიოდში გარდაცვლილთა რიცხვმა 6 715 შეადგინა.
კორონავირუსისგან რუსეთში 269 370 პაციენტი განიკურნა.
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 50 პროცენტს შეადგენს.