რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 947 შემთხვევა გამოვლინდა, 8 530 პირი გამოჯანმრთელდა, 377 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
4 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 108 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 720 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 123 037 პაციენტი გარდაიცვალა.