რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 944 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 398 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 944 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 398 პაციენტი.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
15 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 675 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 301 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 104 398 პაციენტი გარდაიცვალა.