რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 937 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 937 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 350 პირი გამოჯანმრთელდა, 389 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
20 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 983 845 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 4 601 120 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 117 739-ს შეადგენს.