რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 731 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 397 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 731 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 397 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 8 406 პირი.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
30 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 805 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 427 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 110 128 პაციენტი გარდაიცვალა.