რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 639 შემთხვევა გამოვლინდა, 351 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 639 შემთხვევა გამოვლინდა, 351 პაციენტი გარდაიცვალა, 7 788 პირი კი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
6 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი მილიონ 855 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოთხ მილიონ 472 ათასს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 112 246 პაციენტი გარდაიცვალა.