რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 113 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 92 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 113 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გაავრცელეს.
ამრიგად, რუსეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 613 994 ადამიანს. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 61 პროცენტი ანუ 375 164 ადამიანი განიკურნა.
ბოლო 24 საათში ვირუსს ემსხვერპლა 92 ადამიანი. სულ ეპიდემიის დროს რუსეთის ფედერაციაში „კოვიდ-19“-ით 8 605 ადამიანი დაიღუპა.