რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 93 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 719 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 93 პაციენტი

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 93 პაციენტი. ინფორმაციას გამოცემა დოჟდი, ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის 641 156 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 9 166 ადამიანი. რუსეთში ვირუსისგან 403 430 ადამიანი გამოჯანმრთელდა.