რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 128 ადამიანი
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 5 363 ადამიანს დაუდასტურდა.
რუსეთის კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიული ცენტრის ინფორმაციით, 3 აგვისტოს შემდეგ ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში, ქვეყანაში კოროანვირუსულ ინფექციას 128 ადამიანი ემსხვერპლა, 5 915 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში კორონავირუსული ინფექციის 1 046 370 შეთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ით დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 18 263-ს აღწევს.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 862 373-ია.