რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 5 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 119 ადამიანი ემსხვერპლა, 7 235 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია უკვე 877 135 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 14 725 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ჯამში 683 592-ს შეადგენს.