რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 870 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 90 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 870 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 90 ადამიანი

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 90 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 870 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 21 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 946 976 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 761 330 გამოჯანმრთელდა. რუსეთში „კოვიდ-19“-ით სულ 16 189 ადამიანი გარდაიცვალა.