რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 748 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 132 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 748 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 132 ადამიანი

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 132 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 748 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 18 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 932 493 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 742 628 გამოჯანმრთელდა.

რუსეთში „კოვიდ-19“-ით სულ 15 872 ადამიანი გარდაიცვალა.