რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 214 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 587 ადამიანი
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 28 214 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 587 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-1“-ის 2, 76 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 49 151 ადამიანი.