რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 403 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 403 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში „კოვიდ-19“-ის 27 403 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 868 მოსკოვში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 28 901 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 569 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 2 402 949 შემთხვევა, მათ შორის 42 176 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 888 752-ს აღწევს.