რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში რეკორდული რაოდენობის ინფიცირებული გამოვლინდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში 25 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მხოლოდ მოსკოვში ბოლო 24 საათში ვირუსი 6 866 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 361 პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით რუსეთში 2 114 502 კოვიდინფიცირებული აღრიცხეს. სულ გარდაიცვალა 36 540 ადამიანი.