რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 217 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 445 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, 5 142 ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში დაფიქსირა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს 445 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსი სულ 3 308 601 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიას ჯამში 59 951 კოვიდინფიცირებული პაციენტი ემსხვერპლა.