რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 482 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 3 591 მოსკოვში აღრიცხეს. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსი სამ მილიონ 260 138 ადამიანს დაუდასტურდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს 482 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 58 988 შეადგინა.