რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 442 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, ქვეყანაში დღეისთვის 461 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. სულ კი გამოვლენილია ინფიცირების 1 971 013 შემთხვევა. მათგან ლეტალური აღმოჩნდა 33 931.