რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 594 შემთხვევა გამოვლინდა, 548 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 548 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც რუსეთის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, ეს 11 თებერვლის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მხოლოდ მოსკოვში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის შედეგად 88 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე მაქსიმალური მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 17 594 ადამიანს დაუდასტურდა. ამჟამად, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 335 508-ს შეადგენს