რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 397 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 396 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 397 შემთხვევა გამოვლინდა, 10 256 პირი გამოჯანმრთელდა, 396 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მოსკოვის მერმა სერგე სობიანინმა დედაქალაქში კოორნავირუსთან დააკავშირებით შექმნილ სტუაციას დრამატული უწოდა. მან მასობრივი ვაქცინაციის უმოკლეს ვადებში ჩატარების აუცილელობაზე ისაუბრა.
16 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 249 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 828 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 127 576 პაციენტი გარდაიცვალა.