რუსეთში კორონავირუსის 11 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 475 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 2 150 ინფიცირებული მხოლოდ დედაქალაქში აღრიცხეს.
ამასთან, ვირუსს ბოლო 24 საათში 475 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 87 823-ს აღწევს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 4 290 135 შემთხვევაა დადასტურებული.